ყაზახეთში, ქვანახშირის მაღაროში აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

ყაზახეთში ყარაგანდის რეგიონის სასწრაფო დახმარების სამსახურის ცნობით, მაღაროში მეთანის აფეთქების შედეგად ექვსი მუშა დაიღუპა და ორი დაშავდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მათი მდგომარეობა კრიტიკულია.

შემთხვევის დროს ტერიტორიაზე 64 მუშა იყო, რომელთაგან 56-მა გამოღწევა შეძლო.

მეთანი ქვანახშირის მოპოვებისას გამოიყოფა და აფეთქების თავიდან აცილება სავენტილაციო სისტემის მეშვეობით ხდება.