7 ნოემბრის მოვლენებთან დაკავშირებით, პარლამენტთან აქცია იმართება

„არ აგარევინებთ!“ - ამ სახელწოდებით აქცია 7 ნოემბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პარლამენტთან იმართება, რომლის ორგანიზატორია საზოგადოებრივი მოძრაობა „აი იას“ დამფუძნებელი, მომღერალი გია გაჩეჩილაძეა (უცნობი).

ადგილზე შეიკრიბნენ როგორც დედაქალაქის მცხოვრებლები, ასევე რეგიონებიდან ჩამოსულები. მომღერალი გია გაჩეჩილაძე შეკრებილებს მიმართავს.

მობილიზებულია პოლიცია. მიმდებარედ საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია.

ცნობისთვის, 2007 წლის 3 ნოემბერს აქცია ხელისუფლების შეცვლის მოთხოვნით დაიწყო.

2007 წლის 7 ნოემბრისთვის ოპოზიციამ პარლამენტის შენობასთან "კარვების ქალაქის" გაშლა დაიწყო. სახელმწიფო დაწესებულებებთან "სირცხვილის კორიდორები" მოეწყო.

აქცია დაშალეს ცრემლმდენი აირის, ხელკეტების, რეზინის ტყვიების, აკუსტიკური თოფებისა და წყლის ჭავლის გამოყენებით.

დღის ბოლოს ტელეკომპანია "იმედში" სპეცრაზმი შევიდა და ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

იმჟამინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 15 დღით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნა.