აშშ-ის ფედერალურმა სააპელაციო სასამართლომ შაბათს შეაჩერა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება, კომპანიებში სავალდებულო აცრის ან ყოველკვირეული კოვიდტესტის ჩატარების შესახებ.
Reuters-ის ცნობით მოტივად "მძიმე ნორმატიულ და კონსტიტუციურ წესთან დაკავშირებული პრობლემები დასახელდა.
შეერთებული შტატების მეხუთე ოლქის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მიღებულია მას შემდეგ, რაც რესპუბლიკელების მეთაურობით ბევრმა შტატმა შეიტანა საჩივარი ახალი წესის წინააღმდეგ, რომელიც ძალაში შედის 4 იანვარს.
ცნობისთვის, აშშ-ში დიდ კომპანიებს თანამშრომლების ვაქცინაცია ან კოვიდტესტის ჩატარება დაევალათ. ათობით მილიონ ამერიკელს, რომლებიც მუშაობენ კომპანიებში 100 ან მეტი თანამშრომელით, 4 იანვრამდე უნდა ჩაიტარონ კოვიდვაქცინაცია ან ყოველკვირეულად გაიარონ ტესტირება.
სრულად ვაქცინაციისთვის საჭიროა Pfizer-ის ან Moderna-ს ვაქცინის ორი დოზა ან Johnson & Johnson-ის ერთი დოზა.
მედია წერს, რომ ახალი მოთხოვნები ბაიდენის ადმინისტრაციის ყველაზე თამამი ნაბიჯია, რათა დაარწმუნოს ამერიკელები, რომ საბოლოოდ გაიკეთონ ვაქცინა, რომელიც ფართოდ ხელმისაწვდომია თვეების განმავლობაში.
წარმატების შემთხვევაში, ადმინისტრაციის წარმომადგენლები თვლიან, რომ ეს დიდ გზას გაუხსნის პანდემიის დასრულებას, რომელმაც შეიწირა 750,000-ზე მეტი ამერიკელის სიცოცხლე.
რეგულაციები აიძულებს კომპანიებს, მოითხოვონ, რომ არავაქცინირებულმა მუშაკებმა COVID19-ზე უარყოფითი ტესტირება ჩაიტარონ კვირაში ერთხელ მაინც და ატარონ ნიღაბი სამუშაო ადგილზე ყოფნისას.