მიტოვებული ძაღლი ჩინეთში, აუქციონზე $25,000-ად გაიყიდა

მიტოვებული ძაღლი, რომელიც ჩინეთში ინტერნეტ სენსაციად იქცა, აუქციონზე $25,000ად გაიყიდა. BBC წერს, რომ შიბა ინუს ჯიშის დენ დენგი, შვიდი წლის წინ შინაური ცხოველების მომზადების ცენტრში დატოვეს და მისი პატრონი აღარ უკან დაბრუნებულა.

პეკინის სასამართლომ რვა წლის ძაღლის აუქციონზე გასაყიდად გადატანა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც პატრონი ვერ იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, ცენტრმა მფლობელს უჩივლა და თანხის გადახდა მოსთხოვა. მაგრამ მას შემდეგ, რაც სასამართლომ მფლობელთან დაკავშირება ვერ შეძლო, მან დენ დენგის აუქციონი ინტერნეტით ჩაატარა.

მყიდველის ვინაობა არ გახმაურებულა.