ბათუმის პორტში 2 ამერიკული სამხედრო ხომალდი შემოვა

ბათუმის პორტში 2 ამერიკული სამხედრო ხომალდი ხვალ შემოვა. USS Mount Whitney და USS porter-ი საქართველოს ტერიტორიულ წყლებში შემოსვლამდე, თურქეთში იმყოფებოდა.

აშშ-ის საზღვაო ფლოტის ინფორმაციით, შავ ზღვაში აღნიშნული ოპერაცია ადასტურებს აშშ-სა და NATO-ს ერთგულებას რეგიონის მიმართ. მისივე განცხადებით, NATO-ს მოკავშირეები და პარტნიორები ერთად დგანან უსაფრთხო, სტაბილური და უსაფრთხო შავი ზღვის უზრუნველსაყოფად, ქმნიან პარტნიორობის შესაძლებლობებს ეფექტურობისა და თავსებადობის გასაუმჯობესებლად.