მსოფლიოს 2022 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა

შვეიცარიის ქალაქ ციურიხში გამართულ წილისყრაზე მსოფლიოს 2022 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა - შეიძლება ითქვას, „ჯვაროსნები“ რთულ ჯგუფში მოხვდნენ, სადაც სუსტი მეტოქე არ გვეყოლება.

ევროპის ზონის B ჯგუფში საქართველო ესპანეთს, შვედეთს, საბერძნეთსა და კოსოვოს შეხვდება.

უეფა-ს ზონაში შესარჩევი ტურნირის პირველი ტური 2021 წლის 24-25 მარტს გაიმართება. ძირითადი შესარჩევი ეტაპი 16 ოქტომბერს დასრულდება. პლეი ოფი 2022 წლის 24, 25, 28 და 29 მარტს. მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური ეტაპი ყატარში 21 ნოემბრიდან 18 დეკემბრამდე ჩატარდება.

ცნობილია, კალენდარის ვარიანტიც - შეხვედრები დაგეგმილია 2021 წლის მარტიდან ნოემბრამდე. ყველაზე რთული მარტის და სექტემბრის სათამაშო გრაფიკი იქნება, რადგან გუნდები 7 დღეში 3 მატჩს გამართავენ. მატჩების თარიღები უეფა-მ ასე შეარჩია:

1 ტური, 25-25 მარტი

2 ტური, 27-28 მარტი

3 ტური, 30-31 მარტი

4 ტური, 1-2 სექტემბერი

5 ტური, 4-5 სექტემბერი

6 ტური, 7-8 სექტემბერი

7 ტური, 8-9 ოქტომბერი

8 ტური, 11-12 ოქტომბერი

9 ტური, 11-13 ნოემბერი

10 ტური, 14-16 ნოემბერი

პლეი ოფი

2022 წლის 24, 25, 28, 29 მარტი.