ირაკლი კობახიძე: ულტიმატუმები თავისთვის შეინახონ

"ულტიმატუმები თავისთვის შეინახონ. თუ რაიმე მცდელობა ექნებათ, რომ დესტრუქციული ნაბიჯები გადადგან, უმკაცრეს პასუხს მიიღებენ",- ასე ეხმაურება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ხელისუფლებისთვის მიცემულ ულტიმატუმს.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შიმშილი „ფეიკი“ აღმოჩნდა.

„ულტიმატუმები თავისთვის შეინახონ. თუ რაიმე მცდელობა ექნებათ, რომ დესტრუქციული ნაბიჯები გადადგან მიიღებენ უმკაცრეს პასუხს. ეს არის ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა. ქვეყანას სჭირდება მშვიდობა. ამაზე ვართ ჩვენ პასუხისმგებელი. თუ ვინმეს ექნება მცდელობა დესტრუქციული ნაბიჯი გადადგას, მიიღებენ უმკაცრეს პასუხს კანონის შესაბამისად“, - აღნიშნავს კობახიძე.