COVID19-ით ინფიცირების 2191 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 74 პაციენტი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 21 477 კვლევა ტესტით, მათ შორის 13 204 კვლევა ანტიგენის ტესტით და 8 273 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 191 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში COVID19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 755 046-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 7 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.2%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 9.64% ხოლო 7 დღის მანძილზე - 10.41%.

ბოლო 24 საათში COVID19-ისგან გამოჯანმრთელდა 4 348 პაციენტი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 693 129-მდე.

ბოლო 24 საათში COVID19-ით გარდაცვალების 74 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 10 509 ადამიანი ემსხვერპლა.

"დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 191 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 017 შემთხვევა, აჭარა - 89, იმერეთი - 362, ქვემო ქართლი - 146, შიდა ქართლი - 81, გურია - 58, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 140, კახეთი - 162, მცხეთა-მთიანეთი - 64, სამცხე-ჯავახეთი - 52, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -20.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 51 382 საიდანაც: 6 916 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 677, აჭარაში - 587, იმერეთში - 1 475. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 678 პირი, მათ შორის, თბილისში - 638, აჭარაში - 129, იმერეთში - 512. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული 355 ადამიანი, მათგან თბილისში - 202, აჭარაში - 38, იმერეთში - 30. 1 302 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 835 - თბილისში, 262 - აჭარაში. 43 164 პაციენტი სახლში მკურალობს.

საკარანტინე სივრცეებშია 46 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 45, ხოლო აჭარაში - 1.

სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 7 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 270 პაციენტი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 47 352 ადამიანი.