აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწე ერიკა ოლსონი საქართველოს სამხრეთ კავკასიის ტურნეს ფარგლებში 4 ნოემბერს ეწვია. ე
ერიკა ოლსონმა პირველი შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან იმავე დღეს გამართა. დღეს ის პოლიტიკური პარტიების ლიდერებს ხვდება.
სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწე, ვიზიტის ფარგლებში ასევე შეხვდება საგარეო საქმეთა მინისტრს, ასევე დაესწრება კულტურულ ღონისძიებას და გაეცნობა საელჩოს მიერ მხარდაჭერილ პროექტს, რომელიც აშშ-საქართველოს სტრატეგიულ მიზნებს ავითარებს. ამერიკის საელჩოს ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის თანაშემწის ახლად დანიშნული მოადგილის ვიზიტი სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში რეგიონული თანამშრომლობის ხელშეწყობისა და ორმხრივი საკითხების განსახილველად შედგება.