პრემიერ-მინისტრმა თვითმმართველობის არჩევნებზე საუბრისას დღეს განაცხადა, რომ მთავრობა მზად არის ოპოზიციასთან კონსტრუქციული დიალოგისთვის.
„ჩვენ ახლა გვაქვს სამწლიანი მშვიდობიანი განვითარების პერიოდი და მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო ყველას, მათ შორის ოპოზიციას, რომ ეს კარგად გავაცნობიეროთ. დადგა დრო საკუთარი ვიწროპარტიული ინტერესები არ დავაყენოთ ქვეყნის ინტერესებზე მაღლა. ჩვენთვის მთავარი უნდა იყოს ჩვენი სახელმწიფოს, ჩვენი ხალხის ინტერესები და არა ვიწროპარტიული ინტერესები. ამიტომ, თუ ოპოზიციას სურს საქმეზე რეალური დებატების გამართვა, ამისთვის ადგილი არის პარლამენტი და ჩვენ, მინისტრთა კაბინეტი, მთავრობა მზად ვართ კონსტრუქციულ რეჟიმში ვითანამშრომლოთ ოპოზიციასთანაც, ვინაიდან ეს არის ჩვენი საერთო ქვეყანა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
„კარგად გვესმის, რომ ოპოზიციისთვის ეს რთულად მისაღები მარცხი იყო, მაგრამ როდესაც ხალხი რვაჯერ გეუბნება უარს და მარცხდები არჩევნებში, ეს ბევრ რამეს ნიშნავს და ალბათ, ეს უნდა იყოს მორიგი გაკვეთილი მათთვის, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.