მიხეილ სააკაშვილთან სავარაუდოდ, ექიმთა კონსილიუმი შევა

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია მოთავსებული, დღეს, სავარაუდოდ, ექიმთა კონსილიუმი შევა.

სააკაშვილის ადვოკატის, შოთა თუთბერიძის განცხადებით, უპირველესი საზრუნავია საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობაზე ზრუნვა.

„უპირველესი საზრუნავია საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობაზე ზრუნვა. ხელისუფლების მიერ ბოლო პერიოდში განხორციელებული ქმედებების დამსახურებით უკვე მის სასიცოცხლო მაჩვენებლებს ექმნება საფრთხე. შესაძლებლია, ყოველ წუთში დადგეს მძიმე მდგომარეობა, რომელიც შეიძლება ფატალურადაც კი დასრულდეს. ჩვენ მას გავესაუბრებით იმაზე, რა შეიძლება გავაკეთოთ, რომ მისი სიცოცხლე დაცული იყოს. ასევე, დღის წესრიგში დგას ექიმთა კონსილიუმის ვიზიტი ციხეში, რათა ადგილზე შეაფასონ სიტუაცია და იმსჯელონ მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და იმ ღონისძიებებზე, რომელიც გასატარებელია, რათა პრეზიდენტი უბრალოდ ფიზიკურად გადარჩეს", - განაცხადა ადვოკატმა.