საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები რუსეთის დამარცხების შემდეგ ევროპის ჩემპიონი გახდა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია. ბუდაპეშტში, ევროპის 23-წლამდელ ძიუდოისტთა ჩემპიონატი საქართველოს ჰიმნმა დაასრულა.

საქართველოს ნაკრებმა რუსეთის დამარცხებამდე, საფრანგეთისა და უნგრეთის ნაკრებებეს მოუგო.

ინდივიდუალური შეჯიბრების შედეგები კი ასეთია: ოქრო - ტატო გრიგალაშვილი (-81კგ), ილია სულამანიძე (-100კგ),ვერცხლი - ალეკო მამიაშვილი (-73კგ), ვლადიმერ ახალკაცი (-81კგ), სოფიო სომხიშვილი (+78კგ),ბრინჯაო - გიორგი თუთაშვილი (-66კგ), გიორგი ჩიქოვანი (-100კგ), გელა ზაალიშვილი (+100კგ).