პენსიონერები, რომლებიც კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრას ჩაიტარებენ, ერთჯერადად, 200-ლარიან საპენსიო დანამატს მიიღებენ

"პენსიონერი, რომელიც პირველ იანვრამდე COVID19-ის საწინააღმდეგო აცრას ჩაიტარებს, ერთჯერადად, 200-ლარიან საპენსიო დანამატს მიიღებს", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საპენსიო დანამატი გაიცემა აცრის პირველი დოზის მიღების შემდეგ.

„დღეიდან 200-ლარიან ერთჯერად საპენსიო დანამატს მიიღებს თითოეული პენსიონერი, რომელიც ვაქიანაციას 1-ელ იანვრამდე ჩაიტარებს. დანამატი გაიცება პირველი აცრის გაკეთების შემდეგ“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.