ირაკლი ღარიბაშვილი: მიხეილ სააკაშვილის თემაზე საუბარი შევწყვიტე

"მიხეილ სააკაშვილის თემაზე საუბარი შევწყვიტე, ვინაიდან პატიმრებზე განცხადებებს აკეთებს პენიტენციური სამსახური, იუსტიციის სამინისტრო. თქვენ გყავთ მინისტრი ბრეგაძე", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რითაც მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ შეკითხვას უპასუხა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ჟურნალისტებს პასუხი პენიტენციურმა სამსახურმა უნდა გასცეს.

„ეს არ არის ჩემი სალაპარაკო საკითხი და თემა, ვინაიდან პატიმრებზე განცხადებებს აკეთებს პენიტენციური სამსახური, იუსტიციის სამინისტრო. თქვენ გყავთ მინისტრი ბრეგაძე, რომელსაც შეგიძლიათ დაუსვათ ნებისმიერი შეკითხვა, ასევე პენიტენციური სამსახური და მას მიმართეთ ნებისმიერი კითხვით. რა თქმა უნდა, ისინი გაგცემენ აბსოლუტურად ამომწურავ პასუხს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.