პრემიერ-მინისტრი: ჩვენს ქვეყანაში ვაქცინაცია სავალდებულო არ გახდება

"დეზინფორმაციის გავრცელება რომ არ იყოს, ჩვენ ვაქცინაციას სავალდებულოს არ გავხდით, ვაქცინაცია სავალდებულო არ არის და არ გახდება ჩვენს ქვეყანაში", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, სავალდებულო ვაქცინაცია არის ადამიანების არჩევანში უხეში ჩარევა.

„მინდა ვთქვა, რაიმე სპეკულაცია და დეზინფორმაციის გავრცელება რომ არ იყოს, ჩვენ ვაქცინაციას სავალდებულოს არ გავხდით, ვაქცინაცია სავალდებულო არ არის და არ გახდება ჩვენს ქვეყანაში. ეს არის ჩვენი მტკიცე გადაწყვეტილება და მე ამ გადაწყვეტილებას არ შევცვლი. ჩვენ მოქალაქეებს უნდა ავუხსნათ და განვუმარტოთ, რომ ვაქცინაცია არის პანდემიის დასრულებდან გამოსავალი, აცრა გვიცავს სიკვდილისგან“, - განაცხადა პრემიერმა.