"ვვანგარიშობთ, რომ ქვეყანაში იმუნური ფენა დაახლოებით 54% გვყავს", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყანაში იმუნური ფენა 54%-ის ნაცვლად, 80% უნდა იყოს.
"ვანგარიშობთ, რომ ქვეყანაში იმუნური ფენა დაახლოებით 54% გვყავს, რომელსაც ან ბუნებრივად, ან ხელოვნურად - ვაქცინით აქვს გამომუშავებული იმუნიტეტი. ეს საკმაოდ დიდი რიცხვია, მაგრამ 80% უნდა იყოს იმუნური ფენა, რომ ჩვენ თავისუფლად ვიყოთ", - განაცხადა გამყრელიძემ.