საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია ამბობს, რომ უახლოეს დღეებში საქართველოში 16 წელს გადაცილებულ ნებისმიერ ადამიანს შესაძლებლობა ექნება აიცრას COVID19-ის "ბუსტერ" დოზით.
მისი თქმით, აღარ იქნება ასაკობრივი შეზღუდვები.
"ბუსტერი" დოზა - ეს არის მესამე აცრა, რომელიც სრულად ვაქცინირებულ ადამიანს უტარდება. "ბუსტერ" დოზის გაფართოებასთან დაკავშირებით ექსპერტების საბჭომ გასცა დადებითი რეკომენდაცია. ჩვენ ამ კვირაში ამას დავიწყებთ ოფიციალურად. ეს იმას ნიშნავს, რომ საწყისი ვაქცინაციიდან 6 თვის შემდეგ, "ბუსტერი" დოზის გაკეთება რეკომენდირებულია 16 წლის ზემოთ ნებისმიერი პირისთვის, ასაკის და დაავადების სტატუსის მიხედვით", - განაცხადა გაბუნიამ.