ელენე ხოშტარიას სასწრაფო-სამედიცინო დახმარება დასჭირდა

პარლამენტში ელენე ხოშტარიამ წამიერად გონება დაკარგა. ამ ეტაპზე ელენე ხოშტარია თავს კარგად გრძნობს.

ხოშტარიასთან სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა მივიდა.

ცნობისათვის, "დროას" ლიდერი, დეპუტატი ელენე ხოშტარია უკვე მეექვსე დღეა პარლამენტის შენობაში შიმშილობს, ის მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვს.