"გონების დაკარგვის ერთი ეპიზოდი ჰქონდა, სასურველია, სტაციონარში გადავიდეს", - ამის შესახებ სასწრაფო დახმარების ექიმმა ჟურნალისტებთან ელენე ხოშტარიას მონახულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, ხოშტარიამ მედიკამენტოზურ დახმარებაზე უარი განაცხადა.
"ეტყობა წნევის ვარდნის ეპიზოდი ჰქონდა, ჩვენ რომ გავსინჯეთ 120/70-ზე იყო, გლუკომეტრით გავზომეთ, სატურაცია, ყველაფერი ნორმის ფარგლებშია, მედიკამენტოზურ დახმარებაზე უარი განაცხადა, ჰოსპიტალიზაციაზეც. გონების დაკარგვის ეპიზოდი ჰქონდა, სანამ მოვიდოდით, რადგან ჰქონდა ასეთი ეპიზოდი, სასურველია გადავიდეს სტაციონარში,"- განაცხადა სასწრაფო დახმარების ექიმმა.