„მწვანე პასპორტი“ მაღაზიებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში ჯერჯერობით საჭირო არ იქნება

საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სასურსათო მაღაზიებში და ისეთ სერვისებში, სადაც არის აუცილებელი „ბაზისური საციცოცხლო მოთხოვნა“ „მწვანე პასპორტი“ ჯერ არ ამოქმედდება - საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია განმარტავს, რომ საშვის გამოყენების დროს, წესების კონტროლი და წესების აღსრულება მნიშვნელოვანია.

„მწვანე საშვის მექანიზმის ამოქმედება იგეგმება ისეთ დაწესებულებებში, რომლებიც მეტად ემსახურება გართობისა და სოციალური აქტივობის მიზნებს და არა ბაზისურ საჭიროებებს. კონტროლი და აღსრულება არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ყველაფერი აზრს კარგავს.

ამდენად, შრომის ინსპექტირების სამსახური და ყველა ის ბიზნესი, რომლიც ჩართული იქნება პირველ ეტაპზე ამ პროცესში, პირველ დეკემბრამდე გაივლიან ყველა შესაძლო მექანიზმს, რომ აღსრულება იყოს სათანადო.

რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, აქტიურად ჩაერთოს თავად მწვანე საშვის გამომყენებელი, საუბარი მაქვს ბიზნესობიექტებზე, სადაც მოხდება „მწვანე საშვის“ გამოყენება, რომ არ დაუშვან გადაცდომა და ტენდენციური დამოკიდებულება მომხმარებლებთან მიმართებით. ამდენად, აქ აქცენტია მომხმარებლებსა და უსაფრთო სერვისგარემოს შექმნაზე“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ამავე თემაზე:

სად გაიცემა „მწვანე საშვი“

რას გულისხმობს „მწვანე პასპორტის“ კონცეფცია, რომელიც პირველი დეკემბრიდან ამოქმედდება