მედიის ცნობით, რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან ვერტმფრენი დაჯდა

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან, სადაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილია მოთავსებული, ვერტმფრენი დაჯდა. პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის ადვოკატი და მიხეილ სააკაშვილის დედა აცხადებენ, რომ მათ ინფორმაცია წინასწარ არ ჰქონიათ პატიმრის გადაყვანის შესახებ.

ჯერჯერობით, ოფიციალურად უცნობია, უკავშირდება თუ არა ვერტმფრენის მობილიზება ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას.

ადვოკატი მომხდარს გატაცებად აფასებს.

იუსტიციის სამინისტროსა და პენიტენციურ სამსახურში კომენტარები არ გაკეთებულა.