საქართველოში ვიზიტით მყოფი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე არასამთავრობო ორგანიზაციის და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.
მათ შორის არიან ისინი, ვისაც საკუთარი დამკვირვებლები ჰყავდათ საქართველოში არჩევნებზე.
შეხვედრის მთავარი თემა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იყო, თუმცა შეკრების მონაწილეებმა განაცხადეს, რომ არჩევნების გარდა, საუბარი საქართველოს ექსპრეზიდენტის საკითხსაც ეხებოდა.
„ყველა იმ პრობლემურ საკითხზე იყო საუბარი, რაც ქვეყანაში ხდება - დაწყებული პოლიტიკური კრიზისით და ასევე, მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა. ძირითადად მათ ჩვენგან მოისმინეს ქვეყანაში არსებული მდგომარეობა სხვადასხვა მიმართულებით," - აცხადებს "ეკონომიკური კვლევის ცენტრის" ხელმძღვანელი ნინო ევგენიძე.
ამავე თემაზე