კონსილიუმის დასკვნა სააკაშვილზე: იმყოფება მულტისისტემური გართულებების მაღალ რისკში

კონსილიუმის დასკვნის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილი იმყოფება მულტისისტემური გართულებების მაღალ რისკში. დასკვნის შინაარს რადიო თავისუფლება ავრცელებს.

„პაციენტი იმყოფება მულტისისტემური გართულებების მაღალ რისკში. საჭიროებს მკურნალობას მულტიპროფილურ, მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო დაწესებულებაში გადაუდებლად, სადაც საშუალება იქნება ჩაუტარდეს შესაბამისი: კარდიო ვასკულური, ნევროლოგიური, სამკურნალო და დიაგნოსტიკური რადიოლოგიური (მრტ. კტ. კათეტერიზაციის ლაბორატორია), ჰემატოლოგიური, ენდოკრინული, ნუტრიციული თერაპია“, - წერია დასკვნაში, რომელიც 5 ექიმის შემადგენლობით დღეს გამართულ კონსილიუმს ეკუთვნის.

5 ექიმიდან 2 კონსილიუმში დისტანციურად, სატელეფონო ჩართვის ფორმატით მონაწილეობდნენ. კონსილიუმის შემაჯამებელ ოქმში ნათქვამია, რომ ექიმებს პაციენტი 8 ნოემბერს ფიზიკურად და პირადად არ უნახავთ და მათი მსჯელობა ეყრდნობა პირადი ექიმის მოხსენებას.

„მკურნალი ექიმის გადმოცემით პაციენტის ზოგადი მდგომარეობა საგრძნობლად გართულდა, იმატა საერთო სისუტემ, მეტად შენელებულია კონტაქტისას“, - წერია კონსილიუმის ოქმში. აქვე აღნიშნულია, რომ მოშიმშილე მსჯავრდებული უარს აცხადებს ყოველგვარი წამლისა და საკვები დანამატის მიღებაზე.

„უარს აცხადებს ნუტრიზონის [საკვები დანამატი] მიღებაზე, არ ღებულობს დანშნულ ელექტროლიტებს და ვიტამინებს. კლება საწყისი წონიდან მიახლოებით 10%", - წერენ ექიმები.

დასკვნას ხელს აწერენ:

ნევროლოგი - ალექსანდრე ცისკარიძე;კრიტიკული მედიცინის ექიმი - გიორგი გოცაძე;პირადი ექიმი - ნიკოლოზ ყიფშიძე;ენდოკრინოლოგი - ელენე გიორგაძე (ფიზიკურად არ ესწრებოდა);ჰემატოლოგი - ნინო შარაშენიძე (ფიზიკურად არ ესწრებოდა).