უკრაინა ქართულ მხარეს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გადაიყვანოს მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო იმედგაცრუებულია უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის გლდანის G18 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანით.

უწყება მოუწოდებს ქართულ მხარეს, დაუყოვნებლივ გადაიყვანოს მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში, რომელსაც ექნება ყველა საჭირო საშუალება სათანადო სამედიცინო დახმარებისა და გადაუდებელი დახმარების უზრუნველსაყოფად.

მისივე ცნობით, დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ამ საკითხთან დაკავშირებით უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ნოტა გაეგზავნა.

უწყების განცხადებით, უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის შემდგომი დარჩენა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დამატებით რისკებსა და დაძაბულობას ქმნის.

საგარეო საქმეთა სამინისტრო და უკრაინის საელჩო საქართველოში აგრძელებენ უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ შექმნილი ვითარების სპეციალურ კონტროლს.

მანამდე, 6 ნოემბერს, უმაღლესი რადას დეპუტატებმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ღია წერილით მიმართეს, რომელსაც ხელს აწერს 89 დეპუტატი 3 პარტიიდან - ხალხის მსახური (Слуга народа), ხმა (Голос) და მამული (Батьківщина). ისინი მიხეილ სააკაშვილისთვის მაღალი ხარისხის სამედიცინო დახმარების აღმოჩენას და უკრაინაში მის დაბრუნებას ითხვდნენ.