მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხეში თავს უსაფრთხოდ ვერ იგრძნობს, ამიტომ აუცილებელია მისი გადაყვანა უკრაინის ტერიტორიაზე - ამის შესახებ ,უკრაინის რადას დეპუტატმა განაცხადა. ლიზა იასკო ადასტურებს ინფორმაციას, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკვე გადაუგზავნა საპროტესტო ნოტა საქართველოს ხელისუფლებას.
,ტვ პირველთან" ინტერვიუში ის აცხადებს, რომ გლდანის ციხეში გადაყვანა არის უკრაინის მოქალაქის უფლებების დარღვევა, ასევე, გლდანის ციხეში ის თავს უსაფრთხოდ ვერ იგრძნობს.
„უკრაინის სახალხო დამცველმა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარა საქართველოს ელჩი. მსურს, რომ საქართველოს ხელსუფლებამ მოისმინოს ის მოთხოვნები, რაც ჩვენი ქვეყნის მოქალაქესთან დაკავშირებით გაგვაჩნია. იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე გადავარჩინოთ, ის უნდა იყოს გადაყვანილი უკრაინაში.
ამ მოთხოვნის მთავარი საფუძველი არის მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის უზრუნველყოფა. უკრაინა არის ერთადერთი ადგილი, სადაც სააკაშვილს შეუძლია, მიიღოს ადეკვატური სამედიცინო დახმარება.
იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილი გადარჩეს, ის უნდა გადაიყვანონ უკრაინაში“, - განაცხადა უკრაინის რადას დეპუტატმა, ლიზა იასკომ.