ადვოკატი ბექა ბასილაია გლდანის ციხესთან მომხდარს წამებასთან გათანაბრებულ მოპყრობად აფასებს

ადვოკატი ბექა ბასილაია ექსპრეზიდენტ სააკაშვილის გადაყვანას გლდანის ციხის საავადმყოფოში, ეს არ იყო ჰოსპიტალიზაცია, ეს იყო კრიმინალური სპეცოპერაცია. მისივე თქმით, სააკაშვილი აღარ არის უსაფრთხო გარემოში და მის მიმართ უკვე განხორციელდა ფსიქოლოგიური ტერორი.

„ეს რაც აქ ხდება, არის წამებასთან გათანაბრებული მოპყრობა - პატიმრების ხელით ხელისუფლება ახდენს რევანშს მიხეილ სააკაშვილზე. ახდენს ფსიქოლოგიურ ტერორს და ეს არის დაუყოვნებელი საფუძველი იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილი აქედან იქნას გადაყვანილი“, - განაცხადა გლდანის მე-18 პენიტენციურ დაწესებულებასთან ბექა ბასილაიამ.

მედიასთან საუბრისას ადვოკატმა აღნიშნა, რომ ცდულობს მისი დაცვის ქვეშ მყოფი მსჯავრდებული პრეზიდენტი ნახოს ციხეში.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ბექა ბასილაიას განცხადებით, გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილი სავარაუდოდ, იძულებით გადაიყვანეს. ბექა ბასილაიამ უპასუხა იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებას, რომლის თანახმადაც, მიხეილ სააკაშვილმა პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებს შეურაცხყოფა მიაყენა და აღნიშნა, რომ „ეს არის ხელისუფლების დღევანდელი დანაშაულებრივი ქმედების გადაფარვის მცდელობა“.