აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ოპოზიციას ხვდება

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ერიკა ოლსონი ოპოზიციას ხვდება. შეხვედრა აშშ-ს ელჩის კელი დეგნანის რეზიდენციაში მიმდინარეობს.

შეხვედრის დაწყებამდე ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ ერიკა ოლსონთან ისაუბრებენ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე, მათ შორის ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით.

ერიკა ოლსონი ვიზიტის პირველ დღეს შეხვდა პრემიერს. გუშინ კი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან გამართა მოლაპარაკებები.