საქართველოში კორონავირუსით 6 021 ადამიანი დაინფიცირდა, 75 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა, გამოჯანმრთელდა 3 792 ადამიანი. დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 52 033 ტესტი, მათ შორის 38 545 კვლევა ანტიგენის ტესტით და 13 488 PCR ტესტით. დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 11.57%, ბოლო 14 დღის - 9.78%, ხოლო 7 დღის - 10.46%.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 761 067-ს. ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 696 921-მდე. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 10 584 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 6 021 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 2 253 შემთხვევა, აჭარა - 203, იმერეთი - 1 160, ქვემო ქართლი - 357, შიდა ქართლი - 511, გურია - 133, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 442, კახეთი - 539, მცხეთა-მთიანეთი - 197, სამცხე-ჯავახეთი - 137, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 89.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 53 536, საიდანაც: 6 808 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 664, აჭარაში - 575, იმერეთში - 1 429. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 699, მათ შორის, თბილისში - 663, აჭარაში - 124, იმერეთში - 516. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 359, მათგან თბილისში - 203, აჭარაში - 39, იმერეთში - 30. 1 300 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 823 - თბილისში, 278 - აჭარაში. 45 428 სახლში მკურნალობს.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 54 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 53, ხოლო აჭარაში - 1. სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 8 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 270 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 48 287 ადამიანი.