ბელარუსის საზღვართან მიგრანტთა მზარდი ნაკადის გამო, პოლონეთმა ადგილზე დამატებითი ჯარები განალაგა

პოლონეთი შიშობს, რომ ბელარუსიდან ასობით მიგრანტის მსვლელობას შეიარაღებული ესკალაცია მოჰყვება.

BBC-ის ცნობით, ადგილზე დამატებითი ჯარები განალაგეს მას შემდეგ, რაც სასოწარკვეთილი ხალხი მავთულხლართების ღობის გაჭრას ცდილობდა.

პოლონეთი, ევროკავშირი და NATO აცხადებენ, რომ პრობლემის ორკესტრირებას ბალარუსი ახდენს, რასაც თავად ეს ქვეყანა უარყოფს.

პოლონეთი აცხადებს, რომ კეტავს მთავარ სასაზღვრო პუნქტს კუზნიცაში.

ევროკავშირისა და NATO-ს წევრ ქვეყნებში პოლონეთში, ლიეტუვასა და ლატვიაში ბოლო თვეების განმავლობაში იმატა იმ ადამიანების რიცხვმა, რომლებიც ბელარუსიდან უკანონოდ შესვლას ცდილობენ.

ბევრი მათგანი ჩავიდა ახლო აღმოსავლეთიდან და აზიიდან.

მთავრობის სპიკერმა პიოტრ მიულერმა განაცხადა, რომ 4000-მდე მიგრანტი შეიკრიბა პოლონეთის აღმოსავლეთ საზღვართან და რომ რაღაც მომენტში ისინი მოელოდნენ „ესკალაციას, რომელიც შეიარაღებული ხასიათის იქნებოდა".

ადგილობრივი ტელევიზიის ცნობით, კუზნიცას მახლობლად შეკრებილ მიგრანტთაგან ბევრს თან ახლდნენ შეიარაღებული პირები ძაღლებთან ერთად.

პოლონეთის ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა სტანისლავ ზარინმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ მიგრანტები ბელარუსის შეიარაღებული ქვედანაყოფების კონტროლის ქვეშ არიან.

„ბელარუსს სურს, გამოიწვიოს დიდი ინციდენტი, სასურველია გასროლით და მსხვერპლით“, - განაცხადა მანამდე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ პიოტრ ვავრზიკმა.

ღამით საზღვარზე ტემპერატურა ნულს ქვემოთ დაეცა და რამდენიმე მიგრანტი დაიღუპა. აქტივისტები აცხადებენ, რომ მიგრანტებს, რომელთა შორის ბევრი ახალგაზრდა კაცი, ასევე ქალები და ბავშვები არიან, „იყენებდნენ როგორც პაიკებს“ ბელარუსსა და მის მეზობლებს შორის პოლიტიკურ თამაშში.

ევროკავშირი ამტკიცებს, რომ ბელარუსის ავტორიტარული პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო ბლოკის სანქციებზე შურისძიების მიზნით მიგრანტების შემოდინების პროვოცირებას ახდენს.

ევროკავშირმა სანქციები დააწესა მას შემდეგ, რაც ლუკაშენკომ ჩაახშო მასობრივი საპროტესტო აქციები გასული წლის საყოველთაოდ დისკრედიტირებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ და დისიდენტი ჟურნალისტის დაკავების შემდეგ Ryanair-ის რეისზე, რომელიც იძულებით დაეშვა მინსკში.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა თქვა, რომ ევროკავშირი განიხილავს სანქციების გაფართოებას, რომელიც შესაძლოა, მოიცავდეს „მესამე ქვეყნის ავიაკომპანიებს“, რომლებიც მონაწილეობენ მიგრანტების ბელარუსში გადაფრენის პროცესში.

ლუკაშენკომ არაერთხელ გააფრთხილა მისი მთავრობა, რომ აღარ შეაჩერებს ხალხის ჯგუფს და ადანაშაულებს მესაზღვრეებს ევროკავშირის მეზობელ ქვეყნებში მიგრანტების მიმართ ძალადობაში.

სამშაბათს გერმანიამ მოუწოდა ევროკავშირს, „მიიღოს ზომები“, რათა დაეხმაროს პოლონეთს საზღვრების დაცვაში, ხოლო NATO-ს სამხედრო ალიანსმა განაცხადა, რომ ბელარუსის ხელისუფლება მიგრანტებს პოლიტიკურ თამაშში იყენებს.

ლიეტუვამ ასევე გადაიყვანა ჯარები ბელარუსის საზღვარზე, რათა მიგრანტების შესაძლო ნაკადისთვის მოემზადოს.

იმავდროულად, შეერთებულმა შტატებმა მოუწოდა ლუკაშენკოს, „დაუყოვნებლივ შეწყვიტოს [მისი] კამპანია ორკესტრირებისა და იძულებითი მიგრანტების უკანონო ნაკადის შესახებ“.

პოლონეთი, რომელსაც მიგრანტებისა და ლტოლვილების განდევნის გამო აკრიტიკებდნენ, ბოლო დროს ჩამოსულ ადამიანთა დიდ რაოდენობას მავთულხლართების ღობის აშენებით უპასუხა.

BBC ესაუბრა ბარვა ნუსრედინ აჰმედს, ერთი ერაყელი მიგრანტის ძმას, რომელიც საზღვარზე იმყოფებოდა მეუღლესთან და სამ შვილთან ერთად. ისინი ბელარუსის დედაქალაქ მინსკში გასულ თვეს ჩავიდნენ.

აჰმედის თქმით, საზღვარზე ჩარჩენილი ხალხი იტანჯებოდა შიმშილის გამო.

მანვე აღნიშნა, რომ ორშაბათს სასაზღვრო პუნქტში გადასვლა სოციალურ მედიაში თავად მიგრანტების მიერ იყო დაგეგმილი, მაგრამ ვარაუდობს, რომ ბელარუსი მათ ამის შესახებ უბიძგებს.

„ხალხმა იცის, რომ მათ იყენებს [ბატონი ლუკაშენკო], მაგრამ მათ მომავალი არ აქვთ“, - თქვა აჰმედმა.

დაძაბულობა ორშაბათს გაძლიერდა, როდესაც სოციალურ მედიაში გამოქვეყნებული ვიდეოები აჩვენეს. მასალაში ჩანს ადამიანების ჯგუფი, მათ შორის ქალები და ბავშვები, რომლებიც მიდიოდნენ ბელარუსში, პოლონეთის საზღვრისკენ.~

ბელორუსის სასაზღვრო დაცვის სააგენტომ ადრე განუცხადა სახელმწიფო მედიას, რომ 2000-ზე მეტი „ლტოლვილი“ პოლონეთისმიერ აღმართული ბარიერების წინ შეიკრიბა. ისინი მიემართებოდნენ ევროკავშირისკე, რომელსაც დაცვის უზრუნველყოფას სთხოვენ.

მასალა მომზადებულია BBC-ის მიხედვით.