იმუნიზაციის საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, ვაქცინის მესამე, ე.წ. ბუსტერ დოზით აცრა 18 წლიდან შეეძლებათ.
პირს, რომელიც აცრილია Sinopharm-ის და Sinovac-ის ვაქცინით, „ბუსტერ“ დოზისთვის შეუძლია გამოიყენოს Sinopharm-ის და Sinovac-ის ან Pfizer-ის ვაქცინა.
Astrazeneca-თი ვაქცინირებულებს კი, 6 თვის შემდეგ „ბუსტერ“ დოზის გაკეთება Pfizer-ის ვაქცინით შეუძლიათ.
რაც შეეხებათ Pfizer-ის დოზით ვაქცინირებულებს, მათთვის კვლავ Pfizer-ის ვაქცინის გამოყენებაა რეკომენდებული.
60 წელს გადაცილებულები, რომლებიც აცრილები არიან Sinopharm-ის და Sinovac-ის ვაქცინით, „ბუსტერ“ დოზის გაკეთება მეორე აცრიდან, 3-დან 6 თვემდე ინტერვალში შეეძლებათ.
ბუსტერ დოზის გაკეთება ხვალიდან უკვე შესაძლებელია.
იმუნიზაციის საბჭოს სხდომას საქართველოში მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.