„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მტკიცებით, გუშინ, ერთ-ერთ თათბირზე, „რადიკალებმა ელენე ხოშტარიას მოწამვლის სცენარი განიხილეს“.
დღეს გამართულ ბრიფინზე კობახიძემ განაცხადა, რომ „ჩიხში შესული რადიკალებისგან დღემდე არ წყდება საუბრები რადიკალურ ნაბიჯებზე, მათ შორის, საკუთარი თანაგუნდელების მკვლელობაზე, რაზეც, რამდენიმე დღის წინ, სუს-მაც გაავრცელა განცხადება“.
განსაკუთრებული ყურადღება გვინდა გავამახვილოთ ჩვენთვის მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც, გუშინ, ერთ-ერთ თათბირზე განიხილეს ელენე ხოშტარიას მოწამვლის სცენარიც. რადიკალები კანონის შესაბამისად მიიღებენ უმკაცრეს პასუხს. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი სამართალდამცველებს, პოლიციელებს, გასული დღეების განმავლობაში გამოვლენილი ღირსებისა და მოთმინებისთვის. არ არის ადვილი სკამებს დახარბებული, სამარცხვინო ავანტიურისტებისგან - მელიებისგან, ხაბეიშვილებისგან, უგულავებისგან შეურაცხყოფის მოსმენა. მადლობა პოლიციელებს, რომელთაც თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობა ღირსებით შეასრულეს და სახელმწიფო დაიცვეს.
მადლობას ვუხდი სამართალდამცველ უწყებებს სააკაშვილის გლდანის კლინიკაში გადაყვანის სათანადოდ დაგეგმვისა და აღსრულებისთვის. რადიკალების გუშინდელი დესტრუქციული ქმედებებით ნათლად გამოჩნდა, რატომ ითხოვდნენ ისინი სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.