"საქართველოს მესამე პრეზიდენტი იძულებით, 10-მდე სპეცრაზმელმა, ან პენიტენციური სამსახურის თანამშრომელმა გადმოათრია მანქანიდან პატიმრების მხრიდან ატეხილი ორგანიზებული ხმაურის ფონზე", - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ განცხადა.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილზე მორალური და ფსიქოლოგიური შეტევა დაიწყეს.
„საქართველოს მესამე პრეზიდენტი იძულებით, 10-მდე სპეცრაზმელმა, ან პენიტენციური სამსახურის თანამშრომელმა გადმოათრია მანქანიდან პატიმრების მხრიდან ატეხილი ორგანიზებული ხმაურის ფონზე. ამ პატიმრებს წინასწარ მიაწოდეს ინფორმაცია ამჟამად ხელისუფლებაში მყოფი პირების თანამზრახველებმა, რომ მიხეილ სააკაშვილი გადმოჰყავდათ. დაიწყეს მორალური, ფსიქოლოგიური შეტევა მიხეილ სააკაშვილზე, რომელსაც არანაირი გავლენა არ ექნება არც მესამე პრეზიდენტსა და არც მის უფლებადამცველებზე", - განაცხადა ადვოკატმა.