ივანე ჩხაიძე: გვაქვს მოლოდინი, რომ მწვანე პასპორტების ამოქმედება იმუნიზაციის მაჩვენებელს გაზრდის

"გვაქვს მოლოდინი, რომ მწვანე პასპორტების ამოქმედება იმუნიზაციის მაჩვენებელს გაზრდის", - ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

მისი თქმით, შესაძლოა გაიზარდოს იმ ობიექტების ნუსხა, სადაც მწვანე პასპორტის მოქმედება გავრცელდება.

​​„ჩვენ გვაქვს ჩამოთვლილი ობიექტების პირველადი შეფასება, მაგრამ ეს იქნება პირველი ნაბიჯი და შესაძლებელია ამ ობიექტების სია გაფართოვდეს. დეტალურადაა ნაჩვენები, რომ იმ ქვეყნებში, სადაც მწვანე პასპორტები ამოქმედდა, ყველგან მნიშვნელოვნად გაიზარდა იმუნიზაციის მაჩვენებელი. ჩვენც ველოდებით იმუნიზაციის მაჩვენებლის ზრდას. კარგი იქნებოდა, ეს გადაწყვეტილება ადრე ყოფილიყო მიღებული“, - განაცხადა ჩხაიძემ.

ე.წ. „მწვანე პასპორტის“ კონცეფცია 1-ლი დეკემბრიდან ამოქმედდება.