კელი დეგნანმა ბათუმში, ტრაგედიის ადგილი ყვავილებით შეამკო

8 ოქტომბრის ტრაგედიის შემდეგ ბათუმში პირველი ვიზიტისას, ელჩმა კელი დეგნანმა ამერიკელი ხალხის სახელით ყვავილებით შეამკო ის ადგილი, სადაც საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ამერიკის საელჩო ავრცელებს.

ამასთან, ამერიკის საელჩო კიდევ ერთხელ ღრმა მწუხარებით უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებსა და ბათუმის საზოგადოებას.