ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონის განცხადებით, საქართველოს მმართველი გუნდი ევროკავშირში გაწევრიანებისგან ისე შორსაა, ვიდრე არასდროს.
„მინდა, გავაფრთხილო მმართველი პარტიის ყველა წევრი, ისინი ისე შორს არიან ევროკავშირში რეალური გაწევრიანებისკენ სწრაფვისგან, როგორც არასდროს. მე ვგულისხმობ იმას, რომ ასოცირების შეთანხმება კვლავ პოლიტიკურ ჩარჩოდ რჩება, რომელიც არ შესრულებულა, მათ შორის სასამართლოს რეფორმების კუთხით, ასევე სხვა რეფორმების კუთხით.
ისინი ყოველდღე სცილდებიან მას და ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ, თუმცა საჭიროა ფინანსური რეაგირება. არ შეიძლება დავუშვათ, რომ გადასახადების გადამხდელების ფული მიდიოდეს ქვეყანაში, რომელიც მზად არ არის, ბევრი მისი ბევრი დაპირების შესასრულებლად და ასევე საკუთარი მოქალაქეებისთვის დემოკრატიული რეფორმების გატარებასთან დაკავშირებული ვალდებულების შესასრულებლად“, - განაცხადა ევროპარლამენტარმა.
მისივე თქმით, ეს რეფორმები არ არის ევროკავშირისთვის, ეს არის საქართველოს მოქალაქეებისთვის.