ანა ფოტიგა: ახლა რაც ხდება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, არ არის სწორი

ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ორგანიზებულ ვებინარზე ისაუბრა.

„მე უკვე წლებია, საქართველოში მიმდინარე არჩენებს ვაკვირდები და სისტემატურად ჩამოვდიოდი ქვეყანაში, თუ მხედველობაში არ მივიღებთ პანდემიით შექმნილ მდგომარეობას. საქართველოს მომავლისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია გამოსავლის ძიება.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, მე ვიზიარებ აზრს, რომ მისი მმართველობა არ იყო სრულყოფილი. მე ვაკვირდებოდი 2012 წლის არჩევნებს, როდესაც ძალაუფლების გადაცემა ძალიან მშვიდობიანი გზით მოხდა. მე ვუსმენდი მის გამოსვლას, როდესაც ეგზიტპოლის შედეგები ცნობილი გახდა.

მან ოპონენტის გამარჯვება აღიარა და ძალიან მშვიდად იქცეოდა. და რა მოხდა საქართველოში მისი დაბრუნების შემდეგ - ფაქტობრივად, მას პატიმრობა სასამართლოს გარეშე მიუსაჯეს. მას ჰქონდა ყველანაირი უფლება, რომ თავის ქვეყანაში ჩამოსულიყო.

მე ნამდვილი, ღია და გამჭვირვალე სასამართლოს იმედი მაქვს. შეშფოთებულები ვართ მისი შიმშილობით. შეშფოთებულია მისი ბევრი, ევროპელი მეგობარი. ახლა რაც ხდება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, არ არის სწორი. ეს მაწუხებს.

გთხოვთ, დარჩით მტკიცედ. გთხოვთ, გამონახოთ გამოსავალი. ეს თქვენი როლია და არა ჩვენი. ჩვენ შეგვიძლია, გიშუამდგომლოთ, თუმცა გადაწყვეტილება თქვენ უნდა მიიღოთ. ევროკავშირის, შარლ მიშელისა და ელჩ ჰარცელის როლი ამ პროცესში ძალიან პოზიტიურია“, - განაცხადა ანა ფოტიგამ.

მისივე თქმით, ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, ვინ მართავს ქვეყანას.