სალომე ჯაშის დოკუმენტურმა ფილმმა „მოთვინიერება“ „ევროპულ ოსკარად“ წოდებული EFA-ს ნომინაცია მიიღო

„მოთვინიერება“ - ასე ჰქვია სალომე ჯაშის დოკუმენტურ ფილმს, რომელმაც European Film Awards(EFA)-ის ნომინაცია მიიღო.

ქართული სურათი საუკეთესო ევროპული დოკუმენტური ფილმის წოდებისთვის იბრძოლებს. იმავე კატეგორიაში მოხვდა სერგეი ლოზნიცას ბოლო ნამუშევარი „ბაბი იარი“.

ქართველი რეჟისორის მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმი მილიარდერისა და ყოფილი პრემიერმინისტრის, ბიძინა ივანიშვილის საყვარელ საქმიანობას ეძღვნება. ფილმში მოთხრობილია ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან დენდროლოგიურ პარკში ხეების გადატანის პროცესი. დოკუმენტური ფილმის მსოფლიო პრემიერა 31 იანვარს სანდენსის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა. 2021 წელს კი ბერლინის ფესტივალის ერთ-ერთი სექციის, ფორუმის მონაწილე გახდა.

ქართველი დოკუმენტალისტს, გადაღებული აქვს ფილმები „ლიდერი ყოველთვის მართალია“, „მათი ვერტმფრენი“, „ბახმარო“, „ცურვა“...

EFA ოსკარის ევროპული ანალოგია, რომელიც პირველად 1988 წელს გაიმართა. სხვადასხვა წლებში პრესტიჟული ჯილდო მიხაილ ჰანეკეს, რომან პოლანსკის, იორგოს ლანთიმოსის და პედრო ალმოდოვარის ნამუშევრებს გადაეცა. 2021 წლის ცერემონია ონლაინ რეჟიმში გაიმართა, საუკეთესო ფილმად დანიელი რეჟისორის თომას ვინტერბერგის თრობა დასახელდა.