აშშ-ის ელჩი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, მიხეილ სააკაშვილის მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანა უზრუნველყონ. ამის შესახებ კელი დეგნანმა ჟურნალისტებს ბათუმში განუცხადა. ელჩის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, მას მოეპყრან სამართლიანად და ღირსებით, საერთაშორისო სტანდარტების და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
„ყურადღებით ვაკვირდებით მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას. ჩვენ გვაღელვებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ამ შემთხვევაში ყველაზე პრიორიტეტულია,
„აშშ ყურადღებით აკვირდება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას. ჩვენ გვაღელვებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. როგორც კონსილიუმმა, სამედიცინო გუნდმა შეაფასა, მას სჭირდება გადაუდებელი ყურადღება და ასევე სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ დაწესებულებაში, სადაც ის იმყოფება, არ არის შესაბამისი და საკმარისი პირობები, რომ მას გაეწიოს საჭირო სამედიცინო დახმარება. ამიტომ, მოვუწოდებთ მთავრობას, უზრუნველყონ, რომ მიხეილ სააკაშვილმა მიიღოს საჭირო სამედიცინო დახმარება სრულად აღჭურვილ სათანადო დაწესებულებაში. ასევე მოვუწოდებთ მიხეილ სააკაშვილს, დაეთანხმოს თავისი ექიმების რეკომენდაციებს და დაემორჩილოს მას. ცხადია, ეს არია ძალიან ემოციური და მგრძნობიარე სიტუაციაა. ამ შემთხვევაში პრიოტიტეტია, პაციენტის ფსიქოლოგიური და ფიზიკური ჯანმრთელობა იყოს დაცული.
ასე რომ, ჩვენი მტკიცე მოწოდება საქართველოს მთავრობის მიმართ იქნება, რომ მოხდეს მისი დაკმაყოფილება საჭირო სამედიცინო მომსახურებით. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, მას მოეპყრან სამართლიანად და ღირსებით, საერთაშორისო სტანდარტების და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რადგან ყველა ქვეყანაში ეს არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა და მოვალეობა, რომ იზრუნონ პატიმრების მდგომარეობასა და მათ დაცვაზე რაიმე სახის ზეწოლისგან თუ ძალადობისგან. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, უზრუნველყონ მისი მკურნალობა სრულად აღჭურვულ სამედიცინო დაწესებულებაში“, - აღნიშნა კელი დეგნანმა.