აშშ-ის ელჩი აცხადებს, რომ სახალხო დამცველის ინსტიტუტი ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს სხვა არასამთავრობო და სამოქალაქო ორგანიზაციებთან ერთად ქვეყნის განვითარებაში.
ამის შესახებ კელი დეგნანმა ჟურნალისტების შეკითვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ნინო ლომჯარიას მიმართ ირაკლი კობახიძის განცხადებებს ეხებოდა.
„სახალხო დამცველის ინსტიტუტი ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს სხვა არასამთავრობო და სამოქალაქო ორგანიზაციებთან ერთად ქვეყნის განვითარებაში. ისინი იცავენ ადამიანის უფლებებს, დემოკრატიულ ღირებულებებს, კარგ მმართველობას. მათ აქვთ კარგი ზედამხედველობითიბ ფუნქცია, რომელსაც ასრულებენ. დღეს გვქონდა შეხვედრა სახალხო დამცველის ადგილობრივ წარმომადგენელთან და ჩვენ ვისაუბრეთ ბევრ საკითხზე, მათ შორის მათ საქმიანობაზე. მიმაჩნია, რომ სახალხო დამცველის ინსტიტუტი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტიტუტი ნებისმიერ ქვეყანაში და საქართველოში ის დაკომპლექტებულია პროფესიონალი და თავის საქმეზე შეყვარებული ადამიანებით. ვფიქრობ, კრიტიკის ნაცვლად ისინი ქებას იმსახურებენ.
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღეს განაცხადა, რომ სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აჩვენებს, თუ რატომ არ შეიძლება არცერთი თანამდებობის მიცემა „ნაცმოძრაობისთვის“.