აშშ-ის ელჩი აცხადებს,რომ ერთობლივი მუშაობა ქვეყნის და ხალხის ინტერესების დასაცავად მნიშვნელოვანია, ეს პოლიტიკურმა პარტიებმა წინა პლანზე უნდა დააყენონ და ითანამშრომლონ ქვეყნის საკეთილდღეოდ. ამის შესახებ ელჩმა პოლარიზებულ გარემოზე შეკითხვის საპასუხოდ მედიას განუცხადა.
„ყველას როლია, განიმუხტოს შექმნილი პოლარიზებული ვითარება, რათა ყველას ჰქონდეს შესაძლებლობა, განახორციელოს თავისი საქმიანობა და ამაში შეიტანოს წვლილი - იქნება ეს მედია, სამოქალაქო საზოგადოება თუ სხვადასხვა პოლიტიკური პარტია.
ჩვენ ვნახეთ, რომ პოლიტიკურ პარტიებს შეუძლიათ თანამშრომლობა გარკვეულ საკითხებზე, მაგალითად, როგორიც იყო ბოლოს სააარჩევნო რეფორმის განხორციელება, რომელმაც გარკვეულწილად ცოტათი მაინც გააუმჯობესა საარჩევნო გარემო. შესაბამისად, ერთობლივი მუშაობა ქვეყნის და ხალხის ინტერესების დასაცავად მნიშვნელოვანია და ეს წინა პლანზე უნდა დააყენონ, ითანამშრომლონ ქვეყნის საკეთილდღეოდ“, - განაცხადა კელი დეგნანმა.