Amnesty International-ი მიხეილ სააკაშვილზე: არამხოლოდ შერჩევითი სამართალი, არამედ აშკარა პოლიტიკური შურისძიებაა

"საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ძალადობრივად გადაყვანეს ციხის საავადმყოფოში. ესაა არამხოლოდ შერჩევითი სამართალი, არამედ აშკარა პოლიტიკური შურისძიება", - ამის შესახებ განცხადებას საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია, Amnesty International-ი ტვიტერზე ავრცელებს.

"ექსპრეზიდენტი სააკაშვილი (შიმშილობის მეხუთე კვირას) ძალადობრივად გადაყვანილ იქნა ციხის საავადმყოფოში; არის ცნობები, რომ მას დაემუქრნენ, შეულახეს ღირსება, პირადი სივრცე და ადეკვატური სამედიცინო დახმარების [მიღების უფლება]. ესაა არამხოლოდ შერჩევითი სამართალი, არამედ აშკარა პოლიტიკური შურისძიება", - ვკითხულობთ განცხადებაში.