აჭარაში კორონავირუსის შედეგად კიდევ ერთი ექიმი გარდაიცვალა.
გარდაცვლილი მამაკაცი ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი იყო და ამავე კლინიკაში მკურნალობდა.
ფაქტს ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ადასტურებენ. მას თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდა.
აჭარაში მედპერსონალის წარმომადგენელის კორონავირუსით გარდაცვალების ეს უკვე მერვე შემთხვევაა.