Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 57 046 კვლევა ტესტით, მათ შორის 35 082 კვლევა ანტიგენის ტესტით და 21 964 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 5 751 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში COVID19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 766 818-ს.
"რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 9 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.08%, ბოლო 14 დღის - 9.95% ხოლო 7 დღის - 10.41%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 647 პაციენტი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 700 568-მდე.
ბოლო 24 საათში COVID19-ით გარდაცვალების 78 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 10 662 ადამიანი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 751 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 2 012 შემთხვევა, აჭარა - 210, იმერეთი - 1 049, ქვემო ქართლი - 474, შიდა ქართლი - 550, გურია - 124, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 377, კახეთი - 548, მცხეთა-მთიანეთი - 140, სამცხე-ჯავახეთი - 210, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 57.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 55 562 საიდანაც:
6 806 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 630, აჭარაში - 596, იმერეთში - 1 440.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 693 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 669, აჭარაში - 124, იმერეთში - 509. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 363 პაციენტი, მათგან თბილისში - 205, აჭარაში - 38, იმერეთში - 29.
1 276 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 818 - თბილისში, 275 - აჭარაში.
47 480 პაციენტი სახლში მკურნალობს.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 54 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 54, ხოლო აჭარაში - 0.
სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 9 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 270 ადამიანი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 49 841 ადამიანი.