სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან, მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა
სამართალდამცავებმა რამდენიმე პირი, მათ შორის გოგა ონიანი, ზვიად კუპრავა, დავით მახარაძე და მურმან დუმბაძე ადგილიდან გაიყვანეს. პოლიცია ადგილიდან „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ზაალ უდუმაშვილის გაყვანასაც ცდილობდა, თუმცა ადგილზე მყოფმა აქტივისტებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს.
აქციის დაწყებამდე ადგილზე მივიდა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ბადრი შუბლაძე, რომელიც პოლიციას სიტყვიერად დაუპირისპირდა.
ცნობისთვის, აქციაზე მყოფი პირები ითხოვენ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას.