სუს-ის შენობასთან „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებმა გზის სავალი ნაწილი გადაკეტეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან აქტივისტებმა და „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებმა გზის სავალი ნაწილი გადაკეტეს. ამ დროისთის ავტომობილებს სრულფასოვნად გადაადგილების საშუალება არ ეძლევათ.

სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის კი დაპირისპირება გრძელდება. ამ დროისთვის სამართალდამცველებს, დაახლოებით, 6 პირი ჰყავთ დაკავებული.