ჯანდაცვის სამინისტროსთან აქციაზე 2 პირი დააკავეს

ჯანდაცვის სამინისტროსთან აქციაზე 2 პირი დააკავეს.

„ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხატია დეკანოიძე განმარტავს, რომ პროტესტი მთელი ქვეყნის მასშტაბით გაგრძელდება.

"პროტესტი ყველგან მივა, ყველგან გაიშლება, მთელი თბილისის მასშტაბით. ხედავთ, პოლიციის რამხელა მობილიზებაა, როგორ ეშინიათ. განსაკუთრებით ჯანდაცვის სამინისტროა მნიშვნელოვანი. შიგნითაც არ აქვთ თანხმობა და კოორდინაცია", - განაცხადა დეკანოიძემ.