თბილისის საქალაქო სასამართლოსთან დიდი რაოდენობით სამართალდამცავია მობილიზებული

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პროცესის პარალელურად, აქცია მიმდინარეობს. ადგილზე დიდი რაოდენობით სამართალდამცავია მობილიზებული.

შეკრებილების მოთხოვნაა: "თავისუფლება საქართველოს მესამე პრეზიდენტს".

ექსპრეზიდენტ სააკაშვილის სასამართლო პროცესი დაიწყო. ადგილზე არიან ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერები და პოლიტიკოსები. მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე ჟურნალისტებს დასწრების უფლება არ დართეს. პროცესს მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებელი გადაიღებს. სხდომას დაესწრებიან საელჩოს წარმომადგენლები და დამკვირვებლები.