გიგი უგულავა მოსამართლემ სასამართლო დარბაზიდან გააძევა

7 ნოემბრის საქმის ერთ-ერთი ბრალდებული გიგი უგულავა მოსამართლემ სასამართლო დარბაზიდან გააძევა.

როგორც საქალაქო სასამართლოდან გამოსვლის შემდეგ უგულავამ ჟურნალისტებს განუცხადა, სხდომაზე მიხეილ სააკაშვილის დასწრებას ითხოვდნენ, სასამართლომ კი, დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

„ჩვენ დავაყენეთ შუამდგომლობა, რომ „პირველმა არხმა“ სიგნალი აწიოს და ყველა მსურველ ტელევიზიას მიეცეს ამ სიგნალის გაშვების შესაძლებლობა. სასამართლომ იმსჯელა და უარი თქვა. სასამართლომ გვითხრა, რომ პროცესი არ უნდა იყოს საჯარო. აქ სასამართლომ გვითხრა, რომ მას ფეხზე ჰკიდია", - განაცხადა უგულავამ.

ცნობისთვის, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის სასამართლო პროცესი დაიწყო. ადგილზე არიან ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერები და პოლიტიკოსები. მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე ჟურნალისტებს დასწრების უფლება არ დართეს. პროცესს მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებელი გადაიღებს. სხდომას დაესწრებიან საელჩოს წარმომადგენლები და დამკვირვებლები.