ნეპალი და ჩინეთი ერთობლივ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებენ, რომლის მიხედვით, მსოფლიოს ყველაზე მაღალი მთა ევერესტი 0.86 მეტრით მაღალია. ამის შესახებ BBC წერს. ნეპალის და ჩინეთის განახლებული მონაცემებით, ევერესტის ახალი სიმაღლე 8,848.86 მეტრს შეადგენს.
საქმე იმაშია, რომ გასულ წელს ნეპალის დედაქალაქში ჩინეთის პრეზიდენტის ვიზიტის შემდეგ ორი ქვეყანა შეთანხმდა, რომ დედამიწის უმაღლესი მწვერვალის შესახებ საერთო დასკვნამდე მივიდოდნენ. ევერესტის "სიმაღლეში ზრდაც“ სწორედ ამან გამოიწვია. ჩინეთი ამდრომდე ევერესტს ზომავდა მისი უმაღლესი წვერის მიხედვით, ოღონდ თოვლის გარეშე. ნეპალი კი - თოვლიანად.
თუმცა, მხოლოდ ეს არ არის მიზეზი. მეცნიერები ამბობენ, რომ ევერესტი საუკუნის განმავლობაში, დაახლოებით, ნახევარი მეტრით იზრდება. გეოლოგები ასევე ამბობენ, რომ 2015 წელს ნეპალში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგადაც მოიმატა ევერესტმა სიმაღლეში.
ევერესტი დედამიწის ყველაზე მაღალი მწვერვალია და ის ნეპალის და ჩინეთის საზღვარზე მდებარეობს.