ამერიკის საელჩო: გულწრფელად თანავუგრძნობთ ქართველ ხალხს, რომელიც განსაკუთრებულად სცემს პატივს გელა ჩარკვიანს

ამერიკის საელჩო გელა ჩარკვიანის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„ძალიან დაგვამწუხრა გუშინ ყველასათვის საყვარელი დიპლომატის, პუბლიცისტის, მწერლისა და პედაგოგის გელა ჩარკვიანის გარდაცვალების ამბავმა. შეერთებული შტატების საელჩო გულწრფელად თანაუგრძნობს ოჯახსა და ქართველ ხალხს, რომელმაც განსაკუთრებული პატივი და თაყვანისცემა გამოხატა ბატონი ჩარკვიანის მიმართ“, - აღნიშნულია საელჩოს ტექსტში.

ქართველი დიპლომატი, პუბლიცისტი, მწერალი, პედაგოგი და ტელეწამყვანი გელა ჩარკვიანი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.